თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
მისი თქმით, „ბუნებაში მსგავსი რამ არ არსებობს“.
„ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? ამას ვამბობთ ამდენი ხანია. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ მიდის საუბარი ამაზე. ჯერ იზეიმეს 20:00 საათზე, მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული. მარტივი კითხვაა - რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა? მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, იგებდნენ რაღაც გაუგონარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს ცრუ ბრალდებები, სადაც არანაირი ფაქტი არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ მათი მხრიდან განცხადებებს, მიდის სიტყვების ბრახაბრუხი, მაგრამ ხომ შეიძლება ერთი კონკრეტული ფაქტი წარმოადგინონ? თუ აქვთ რამე, კეთილი ინებონ და სასამართლოშიც წარმოადგინონ“,- განაცხადა კალაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press