Foto

ფინეთის პრეზიდენტი - ტრამპის განზრახვა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებს, საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზულად უნდა აღიქვას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განზრახვა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებს, საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზულად უნდა აღიქვას,- ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მის ამ პოზიციაში დარწმუნდა.

"ინაუგურაციამდე ამ მოლაპარაკებებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.