ნატომ უკრაინას კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
როგორც რუტემ აღნიშნა, ნატოს მოკავშირეები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერის გაწევისთვის მზად უნდა იყვნენ.
"დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობას მაშინ, როდესაც უკრაინელები ემზადებიან 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთრისთვის. ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი ვალდებულება, დავრჩეთ ამ კურსზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე უბრალოდ უკრაინის ბრძოლაში დარჩენა. ჩვენ უნდა გავზარდოთ საფასური პუტინისა და მისი ავტორიტარული მეგობრებისთვის უკრაინის მხარდაჭერით, რომელიც მას სჭირდება კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად",- განაცხადა რუტემ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press