აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, COVID-19-ის ახალი და უკვე გავრცელებული ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.
"ყველაზე მარტივი, საუკეთესო და ეფექტური გზა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენა და დავამარცხოთ უკვე გავრცელებული დელტა ვარიანტი, მოსახლეობის აცრაა". – თქვა ფაუჩიმ CNBC-სთან ინტერვიუში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში ახლად გავრცელებული COVID-19-ის ვარიანტების თითქმის 83% დელტა შტამზე მოდის, რომელიც მაღალი გავრცელების შესაძლებლობებითა და საშიშროებით გამოირჩევა.
"ეს ვირუსი აშკარად განსხვავდება იმ სხვა ვირუსებისა და ვარიანტებისგან, რომელთა გამოცდილებაც ადრე გვქონდა. დელტა შტამს ადამიანებში გავრცელების გასაოცარი შესაძლებლობები აქვს." – თქვა ფაუჩიმ.
მიუხედავად ამისა, ავტორიზებული ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ მაღალეფექტიან დაცვას იძლევიან.
The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ 88%-ა. AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა კი 67%-ა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press