რუსული ჯარები უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში შევიდნენ და დასახლებული პუნქტის, დაახლოებით, 15% დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BILD-ი ღია მონაცემთა ანალიზის ექსპერტ იულიან რიოპკეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსპერტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, უკრაინული შენაერთები ქალაქ კურახოვოს მახლობლად ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან ჩრდილოეთიდან წყალსაცავია, ხოლო რუსული ჯარები წინ აღმოსავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთიდან მიიწევენ.
იულიან რიოპკე აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 5-6-კილომეტრიანი წინსვლა და შევიდნენ სოფელ დალნეიეში, რამაც უკრაინის არმიის ნაწილების დაყოფა გამოიწვია.
მისივე ცნობით, დალნეიეს სამხრეთით, მდინარე სუხიე იალას ნაპირებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ასეული ჯარისკაცი 5-6 სოფლის დაცვას აგრძელებს.
„ახლა ისინი გარშემორტყმული არიან ჩრდილოეთიდან, სამხრეთისა და აღმოსავლეთიდან. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებისთვის ალყიდან გამოსვლის ერთადერთ გზად რჩება სოფელი კონსტანტინოპოლსკოე“,- წერს BILD-ი ექსპერტზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთში არსებულ მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press