ივანიშვილს არანაირი რესურსი, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, რამე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან, არ გააჩნია,- ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს.
როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი პარტია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში „ტერიტორიული მთლანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა“.
„ანექსიური პროცესები აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უმძიმესად დამძიმდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოსახულება იყო 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ის, რაც მოხდება პარასკევს, 16-ში აფხაზეთში, როდესაც კენჭი ეყრება აფხაზურ პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას. ჩვენ, სამწუხაროდ, გამოდის, რომ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს - არ არსებობს იმიტომ, რომ ეს ხალხი არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიის თვალსაზრისით აფხაზეთში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში. ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ქმედებებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. მაგალითად, პირველი ეს იყო ბოდიში, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია როგორც საბაბი დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ პრემიერის მიერ დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ ყველასთვის ნათელი იყო კამპანია, რომ თურმე, მეორე ფრონტის გახსნას დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გავლით და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ერთად, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ მეგობრებო, თქვენ თუ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 72-ე პუნქტი, რომელიც გაქვთ კონსტიტუციაში და ფაქტობრივად, თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ; თქვენი ხელისუფლება იყო, რომელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში; თქვენ დღეს გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას და ის, რასაც „ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც იღწვიან საქართველოში ომის დასაწყებად - ამ ყველაფრის შედეგად, დღეს ოფიციალურად რუსეთის ფედერაცია ითხოვს დელიმიტაციის დაწყებას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრების და ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის არგანახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ფაქტობრივად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის აღიარების პროცესის დაწყება. „ოცნება“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც აკეთებენ აფხაზეთში. საბოლოო ჯამში, ოფიციალურად უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილს არანაირი რესურსი, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, რამე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან, არ გააჩნია. ერთადერთი, რაც „ოცნებას“ და ივანიშვილს გააჩნიათ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ... მერწმუნეთ, რუსეთის ფედერაციისთვის, კორუმპირებული, სუსტი, არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ის პროცესები, რომლებიც უკვე დაიწყო აფხაზეთში, როდესაც ფაქტობრივი ანექსია ისეთი ტემპითა და ფორმებით მიდის, რომ აშკარაა, რომ ეს ადამიანები არჩევნების დასრულებას ელოდებოდნენ. ისინი არიან უზომოდ უკმაყოფილოები, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ანექსიური პროცესები აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უმძიმესად დამძიმდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოსახულება იყო 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ის, რაც მოხდება პარასკევს, 16-ში აფხაზეთში, როდესაც კენჭი ეყრება აფხაზურ პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას. ჩვენ, სამწუხაროდ, გამოდის, რომ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს - არ არსებობს იმიტომ, რომ ეს ხალხი არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიის თვალსაზრისით აფხაზეთში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში.
ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ქმედებებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. მაგალითად, პირველი ეს იყო ბოდიში, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია როგორც საბაბი დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ პრემიერის მიერ დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ ყველასთვის ნათელი იყო კამპანია, რომ თურმე, მეორე ფრონტის გახსნას დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გავლით და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ერთად, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ მეგობრებო, თქვენ თუ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 72-ე პუნქტი, რომელიც გაქვთ კონსტიტუციაში და ფაქტობრივად, თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ; თქვენი ხელისუფლება იყო, რომელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში; თქვენ დღეს გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას და ის, რასაც „ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც იღწვიან საქართველოში ომის დასაწყებად - ამ ყველაფრის შედეგად, დღეს ოფიციალურად რუსეთის ფედერაცია ითხოვს დელიმიტაციის დაწყებას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრების და ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის არგანახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ფაქტობრივად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის აღიარების პროცესის დაწყება.
„ოცნება“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც აკეთებენ აფხაზეთში. საბოლოო ჯამში, ოფიციალურად უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილს არანაირი რესურსი, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, რამე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან, არ გააჩნია. ერთადერთი, რაც „ოცნებას“ და ივანიშვილს გააჩნიათ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ...
მერწმუნეთ, რუსეთის ფედერაციისთვის, კორუმპირებული, სუსტი, არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ის პროცესები, რომლებიც უკვე დაიწყო აფხაზეთში, როდესაც ფაქტობრივი ანექსია ისეთი ტემპითა და ფორმებით მიდის, რომ აშკარაა, რომ ეს ადამიანები არჩევნების დასრულებას ელოდებოდნენ. ისინი არიან უზომოდ უკმაყოფილოები, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press