რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში ვერ შეაღწიეს და დასახლებას უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაცის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის სპიკერის, ანდრიი კოვალევის განცხადებით, ოთხშაბათს, ნაშუადღევს რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვითი ძალების გარღვევა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს 4 ტალღად შეუტიეს, დაახლოებით, 15 ერთეული ტექნიკის გამოყენებით, თუმცა უკრაინულმა შენაერთებმა შეაჩერეს წინსვლა და გაანადგურეს ყველა ჯავშანტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
"რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა",- განაცხადა კოვალევმა.
შეგახსენებთ, მანამდე, ანალიტიკური პროექტი DeepState ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ძალების 2 კოლონა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდა და რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დასახლება ილინკა დაიკავა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press