Foto

ჩანს ძარცვა, საქმიანობაში ხელშეშლა – მთავარმა არხმა წულუკიანზე პროკურატურას მიმართა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა.

როგორც ნიკა გვარამიამ პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თეა წულუკიანმა ჩაიდინა ორი დანაშაული - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და სხვისი ნივთის მითვისება.

„ის, რაც წულუკიანმა გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა, ჟურალისტს მოპარა მიკროფონი, პირდაპირი მნიშვნელობით, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა, ერთის მხრივ ძარცხვა და მეორეს მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, ვისზეც მამაკაცმა დეპუტატმა პარლამენტში იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად, ქალმა იძალადა ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ მიკროფონს არ დააბრუნებს.