ამ ქვეყანაში პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება და ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, რაც ნებადართულია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენაციაზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ისტორიული ამოცანაა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭოს.
"ამ ქვეყანაში პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება და ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, რაც ნებადართულია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით, ეს არის ისტორიული ამოცანა ამ ქვეყნის, ამ ქვეყნის ოპოზიციური, პოლიტიკური თუ არასამთავრობო სპექტრის, მაგრამ პირველ რიგში ყოველი ქართველი მოქალაქის, არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და რაც მთავარია უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია",- განაცხადა გვარამიამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press