თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს,- ასე ეხმაურება ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.
როგორც ლუაზო აღნიშნავს, ის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს ვერ უწოდებს.
"თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება",- წერს ლუაზო.
შეგახსენებთ, მანამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: "ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა".
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press