Foto

რუტე - მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი

მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

როგორც რუტემ აღნიშნა, ნატო უნდა დაეხმაროს უკრაინას ომის დასრულებაში მოლაპარაკებების გზით, თუმცა ეს ძალის პოზიციიდან უნდა მოხდეს.

"მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი. მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ ძალის პოზიციიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის თავდაცვითი დახმარების მიწოდება, რათა მათ მივცეთ საშუალება, იყვნენ ძლიერ მდგომარეობაში, როდესაც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას",- დასძინა მარკ რუტემ.