ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, “რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, კენედის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
“ყველა ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ნებისმიერი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია. ჯანდაცვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიური ნივთიერებების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის კრიზისის შექმნაში“,- აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, რობერტ კენედი უმცროსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მან მხარი დონალდ ტრამპის კანდიდატურას დაუჭირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press