ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით, ე.წ. კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს საჰაერო იარაღის მასობრივი წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დრონების წარმოება სამხედრო თეორიის სასწრაფო განახლებას მოითხოვს.
ჩრდილოეთ კორეულ მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა სერიული წარმოების სისტემის შექმნის აუცილებლობას რაც შეიძლება ადრე და სრულმასშტაბიან მასობრივ წარმოებაში გადასვლას.
"ასეთი ობიექტური ცვლილება სასწრაფოდ მოითხოვს სამხედრო თეორიის, პრაქტიკისა და განათლების მრავალი ნაწილის განახლებას",- განაცხადა კიმ ჩენ ინინმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press