კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს.
როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, „დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას კვლავ აგრძელებენ“.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი რომელსაც პოლიტიკოსები სააზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სმარტმატიკისგან მიიღო“,- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი რომელსაც პოლიტიკოსები სააზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სმარტმატიკისგან მიიღო“,- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაცია აქვეყნებს წერილსაც, რომელშიც წერია:
„ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია “Smartmatic”-ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობის მელნის მოთხოვნებს. აღნიშნული მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც “Smartmatic”-მა უზრუნველყო მხარდაჭერა“,- ნათქვამია წერილში.
„ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია “Smartmatic”-ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობის მელნის მოთხოვნებს.
აღნიშნული მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც “Smartmatic”-მა უზრუნველყო მხარდაჭერა“,- ნათქვამია წერილში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press