დღეს, 16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
პარალელურად, ცესკოში სხდომაა ჩანიშნული, სადაც სხდომის ერთ - ერთი საკითხი პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება იქნება.
აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ.
კანონის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილების მითითებით.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press