ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მათ გადაკეტილი აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერიმეტრი და ეზოში შესასვლელი გზა.
პარალელურად, ცესკოში 11:00 საათიდან შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძეს შორის ცესკოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დროებითი შესვენება გამოცხადდა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press