კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით კირთაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
კირთაძის განცხადებით, “პროტესტის ეს სახე არის მისი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ“.
ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელიც მან თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით ჩვენს ქვეყანას დაამჩნია. სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შანსი, ჩაგვეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც დიდ ოჯახში გაწევრიანებასთან მიგვიყვანა, თუმცა მან რუსეთი არჩია. მან შეასრულა "ქართული ოცნების" დავალება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნოტარიულად მოპარული ხმები დაემტკიცებინა. თუმცა კი ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. არ ვიცი გატარდება თუ არა ჩემ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები, ყველაფრისთვის მზად ვარ. ეს პროტესტი არის ჩემი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც დღეს მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ“,- განაცხადა კირთაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press