გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დარულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ფაიზერის“ პირველი დოზების რეგისტრაციისას ერთ-ერთი სუსტი წერტილი საიტი იყო.
„მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რომ შესაფერისად დავხვედროდით ამ დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს მასზე შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა. როგორც ყველამ ვიცით, „ფაიზერის“ პირველი დოზების რეგისტრაციისას საიტი იყო ერთ-ერთი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, დღესდღეობით, როგორც ჩვენი IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის.
მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა და აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რომელიც არის უმნიშვნელო ცვლილება, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდის საიტის შეუფერხებელ მუშაობას. პირველი რეგისტრაციის დროს IT სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 ათას ჯავშანზე მოდიოდა 120 ათასი მსურველი და ამან გამოიწვია ის შეფერხებები საიტზე, რომელიც გვქონდა რეგისტრაციისას“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, შეიცვალა ვაქცინაზე რეგისტრაციის მეთოდი, წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში მიუვათ.
„ამ კომპონენტშიც IT სამსახურის რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. როგორც იცით, აქ მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როცა ადამიანი რეგისტრირდება. IT პროგრამაში იყო დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რომელიც გუსლისხმობდა იმას, რომ რამდენჯერმე ხდებოდა თითოეულ პროგრამასთან მიმართვიანობა და ეს გამტარუნარიანობას აფერხებდა. ახლა ეს არის იმ კანონზომიერებით, რომელიც გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press