დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზად არის მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, “პრეზიდენტის“ თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბჟანიას განცხადებით, მისი გადადგომის შემდეგ “ქვეყანას“ “ვიცე-პრეზიდენტი“ უხელმძღვანელებს“.
“მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“,- აცხადებს ბჟანია.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მე-2 დღეა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროტესტის ნიშნად საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ დაკავებული.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press