ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.
"დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 - დან N14 - მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press