ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
საქართველოს საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში მეორე იქნება უკრაინის შემდეგ, სადაც განიხილება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს მიმართ განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს საკითხზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არის იმოქმედოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია.
"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს საკითხზე მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა. დღეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის. მზად ვარ ვიმოქმედო ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია და მხარი დავუჭირო ქართველი ხალხის მისწრაფებებს",- აღნიშნავს რასა იუნკევიჩიანე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press