გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და ამ თანხებს მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადავცემთ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს.
„საქართველოს საკითხზე დღეს ყველა იმსჯელებს და აუცილებელია, კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე მინისტრებს შევთავაზებ, რომ შევწყვიტოთ მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, რომელიც მთავრობას მიეწოდება. გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და ამ თანხებს მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადავცემთ. ანუ 100 მილიონ ევროს ავიღებთ და სამოქალაქო საზოგადოებას მივცემთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული იქამდე, სანამ მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. იმისთვის, რომ ამ გზას დავუბრუნდეთ, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს“,- აცხადებს ბორელი, რომელმაც კომენტარი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთა და თქვა, რომ საჭიროა გამოძიება.
შეგახსენებთ, დღეს, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press