Foto

ნათელია, საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზით წაიყვანოს - ცაჰკნა

ნათელია, საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა  ევროინტეგრაციის გზით წაიყვანოს, როგორც ამას თავის ხალხს ჰპირდება,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, “არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს“.

“ნათელია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა წაიყვანოს ევროინტეგრაციის გზით, როგორც ამას თავის ხალხს პირდება. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ გვაქვს მხედველობაში რამდენიმე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, როგორ ნაბიჯებს ხედავენ საქართველოში. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი“,- განაცხადა ცაჰკნამ.