რუსეთმა ოდესა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა 8 და დაიჭრა 18 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აღნიშავს, დაბომბვის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ადგილზე საგანგებო სამსახურები და სამართალდამცავები მუშაობენ, რომლებიც მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
"რუსმა ტერორისტებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე. არის მსხვერპლი და დაშავებულები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ საცხოვრებელი კორპუსები",- განაცხადა ოლეგ კიპერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press