Foto

ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლისას რუსული პირველი არხი რეკლამაზე გავიდა

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინის ნაკრების გამოსვლისას რუსეთის პირველი არხი რეკლამაზე გავიდა. არხმა ტრანსლაცია რამდენიმე წუთში განაახლა მას შემდეგ, რაც სტადიონზე მომდევნო ქვეყანა - ურუგვაი გამოვიდა. 

პირველი არხის პრესსამსახურმა გამოცემა RBK-ს განუცხადა, რომ სპორტსმენების აღლუმი ორ საათს გრძელდება, ხოლო კომერციული ვალდებულებების შესრულებისთვის ჩვენება რეკლამით რამდენჯერმე წყდება. რატომ დაემთხვა რეკლამაზე გასვლა უკრაინის გამოსვლას, არხმა არ განმარტა. 

23 ივლისს ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.