19:00 საათზე ხალხს კონკრეტულ სამოქმედო სცენარს გავაცნობთ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე განაცხადა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, წინააღმდეგობა გაგრძელდება და არ გაჩერდებიან.
"ჩვენ აქ ვდგავართ, ფეხს არ მოვიცვლით. 19:00 საათზე გვინდა მაქსიმალური კონცენტრაცია. კონკრეტულ სცენარს დღის, საზოგადოებას გავაცნობთ ადგილზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. ჩვენ, როდესაც ვთქვით, რომ წინააღმდეგობა იწყება, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაღმდეგობა, ბოლომდე სანამ არ მივალთ, არ გაჩერდება. ამ წინააღმდეგობის ფორმებს ჩვენ განვსაზღვრავთ. ჩვენი პროტესტი არ გაჩერდება, ფეხს არ მოვიცვლით. სად იქნება, როგორ იქნება, რა აგდილას იქნება, კვლავ სიურპრიზი იქნება "ქართული ოცნებისთვის",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press