რუსეთმა უკრაინის ქალაქ გლუხოვზე იერიში მიიტანა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 პირი, ხოლო დაღუპულებთაგან ერთი ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებლის შენობის ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 3 ადამიანია მოყოლილი.
რუსეთმა ქალაქ გლუხოვზე შეტევა “შაჰედის“ ტიპის 2 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press