დღეს დილით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად,- ასე ეხმაურება "მაისის სტუდენტური მოძრაობა" თსუ-ს ეზოში საპოლიციო ძალების ნაწილის განლაგებას.
"მაისის სტუდენტური მოძრაობა" თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს.
"დღეს დილით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს.
ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია უნივერსიტეტის შიდა საქმეებით და ბიუროკრატობით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში ის ასე ასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი კლასი ჩასძახებს. ლოგიკურია, სამუშია მისთვის გადმოგდებულ ულუფას, რექტორის სავარძელს კბილებით იცავს.
უნივერსიტეტის კარი ღიაა, როგორც ხალხის მძარცველი კომპანიებისთვის, ბანკებისთვის (უნივერსიტეტის შენობაც შეიძლება მათ რეკლამის ადგილად იქცეს), ასევე პოლიციური რეჟიმისთვის, პოლიციელებისთვის, რობოკოპებისთვის, თუნდაც ეს მისი სტუდენტების დარბევას და დაშინებას გულისხმობდეს.
ჯაბა სამუშია ბიზნეს და პოლიტიკური კლასის მსახურია, რომელიც ბეჯითი ხელის ბიჭის ერთგულებით შეასრულებს ყველა დავალებას. მისი მოქმედებები აზიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან ტრადიციას და ივიწყებს უნივერიტეტისა და აკადემიური საზოგადოების ღირსებას.
დღეს საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია და რექტორატი არ წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან რეტროგრადი ბიუროკრატები ვერასდროს გამოხატავენ ჩვენ პოზიციას.
ამიტომაც, სტუდენტებიცა და პროფესორებიც, უნივერსიტეტის ღირსეული პერსონალი თანხლებით, უნდა გავემიჯნოთ და დავუპირისპირდეთ პოლიციურ ძალმომრეობას უნივერსიტეტსა და ქვეყანაში.
დღეს დილით განვითარებული მოვლენების გარდა ჩვენ კარგად გვახსოვს, რაც აქამდე მომხდარა სამუშიასა და არსებული ადმინისტრაციის პირობებში;
2024 წლის იანვარში, როცა “მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ” უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა გამოსახლების პოლიტიკის შეჩერებისა და ჩვენი თანამებრძოლებით გათავისუფლების მოტივით, ისინი აკადემიის კედლებში პოლიციის შემოყვანითა და "კანონის წინაშე პასუხისგებით" გვემუქრებოდნენ.
გვახსოვს მარტის აქციების დროს ბაგების საერთო საცხოვრებელში შესული პოლიცია, რომელიც რეიდებს ატარებდა აქციებში ჩართული სტუდენტების დასაშინებლად.
მაგრამ გვახსოვს 2022 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტის დროს შენობაში შემოსული პოლიციელებიც, რომლებსაც მალევე უკან გაბრუნება მოუწიათ სტუდენტების მხრიდან შეგებებული მკაცრი პასუხის გამო.
Ჩვენ გვაქვს გამოცდილებები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება ხალხისა და აკადემიური საზოგადოების მკაფიო პოზიციების გარეშე.
დამრბევებს, რეიდების და სადამსჯელო მისიების მომწყობებს უნივერსიტეტსა და ჩვენს სახელმწიფოში არაფერი ესაქმებათ! ასევე უნივერსიტეტში არ არის ადგილი ქვეყნის მძარცველი კომპანიებისთვის და მისი მსახური ბიუროკრატებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორებად გვევლინებიან!
დღევანდელი შემთხვევა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადადგეს!" - ნათქვამია განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press