მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, “ძალა არა ოლიგარქიაში, არამედ ერთობასა და ხალხშია“.
“მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში. აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორც დაიხიეს დღეს უკან, ასე მოუწევთ მათ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე რომ მოისმინეთ ხალხის ხმა და დაანებეთ თავი ცრუსაუბარს პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით. უნდა დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს ვრჩებით აქ, არსად არ მივდივართ. აქა ვდგევართ და სხვაგვარად აქც ძალგვიცს“,- განაცხადა ვაშაძემ.
“მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში. აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორც დაიხიეს დღეს უკან, ასე მოუწევთ მათ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ.
მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე რომ მოისმინეთ ხალხის ხმა და დაანებეთ თავი ცრუსაუბარს პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით. უნდა დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს ვრჩებით აქ, არსად არ მივდივართ. აქა ვდგევართ და სხვაგვარად აქც ძალგვიცს“,- განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press