იმ ხალხს ვინც პასიურია მინდა ვუთხრა, რომ ვინც პასიურია ნიშნავს რომ ხარ სისტემის მხარეს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, “თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს პასუხისმგებელია იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა.
“ისეთი დროა, იმდენად ცხადია სად არის თეთრი, სად არის შავი, სად სიკეთე და სად ბოროტება, მინდა იმ ხალხს ვინც პასიურია დღეს ვუთხრა, რომ არ არსებობს დღეს სადღაც შუაში დგომა. თუ ხარ პასიური ნიშნავს რომ ხარ სისტემის მხარეს... ან ხარ აქეთ და იბრძვი ან თუ ხარ პასიური სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მე სადღაც ჩემთვის ვიქნები და გავაგრძელებ ცხოვრებას - არ არსებობს! ყველა, თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს პასუხისმგებელია იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა და რა ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს. თუ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება. ამიტომ არჩევანი არის ორი რამეში ან ხარ აქტიური და იბძვი, ან თუ არა და სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. არ გაჩერდეთ, არ დაიღალოთ. თქვენ ხართ ბოლო რწმენა თავისუფლების ამ ქვეყანაში. ეს რწმენა არ მოკლათ და გააგრძელეთ ბრძოლა. ვრჩებით აქ და ვაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
“ისეთი დროა, იმდენად ცხადია სად არის თეთრი, სად არის შავი, სად სიკეთე და სად ბოროტება, მინდა იმ ხალხს ვინც პასიურია დღეს ვუთხრა, რომ არ არსებობს დღეს სადღაც შუაში დგომა. თუ ხარ პასიური ნიშნავს რომ ხარ სისტემის მხარეს...
ან ხარ აქეთ და იბრძვი ან თუ ხარ პასიური სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მე სადღაც ჩემთვის ვიქნები და გავაგრძელებ ცხოვრებას - არ არსებობს!
ყველა, თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს პასუხისმგებელია იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა და რა ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს. თუ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება. ამიტომ არჩევანი არის ორი რამეში ან ხარ აქტიური და იბძვი, ან თუ არა და სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. არ გაჩერდეთ, არ დაიღალოთ. თქვენ ხართ ბოლო რწმენა თავისუფლების ამ ქვეყანაში. ეს რწმენა არ მოკლათ და გააგრძელეთ ბრძოლა. ვრჩებით აქ და ვაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press