Foto

EU-ის წარმომადგენლობა - საქართველოში ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან - მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ

ჩვენ ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან.

„მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები აწყდებიან საქართველოში, გასული 1 000 დღის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.

„მოუსმინე მომავალს“ წლევანდელი მსოფლიო ბავშვთა დღის მთავარი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვების როლს ჩვენს საზოგადოებაში და მათი უფლებების დაცვის საჭიროებას მიმდინარე კრიზისების ფონზე.

საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.

ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის“,- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.