„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიციამ აქციებთან დაკავშირებით იმსჯელა, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
"ვიმსჯელეთ იმ პრინციპული საკითხზე, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. მეორე საკითხი არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა, ცალსახად ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მივცეთ. ვიმსჯელეთ აქციებზე, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით. კონსულტაცები დღეს ღამეც ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ, „ჩათებშიც",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press