ვაშინგტონი უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას მისცემს,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, უკრაინის არმიას ესაჭიროება იარაღი, რომელიც მტრის ძალისხმევის შენელებაში დაეხმარება.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, აშშ ფოკუსირებულია იმაზე, რომ კიევს საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმაროს.
“მათ ეს მოითხოვეს და მგონია, რომ მათი მიწოდება კარგი იდეაა. ნაღმები, რომელთა მიწოდებაც აშშ-ს სურს, მუდმივი მოქმედების არ არის და შესაძლებელია მათი გაკონტროლება, თუ როდის ახდენს თვითაქტივირებას, რაც მათ ბევრად უსაფრთხოს ხდის. აშშ-მა უკრაინასთან ასევე განიხილა, როგორ და სად გამოიყენებენ ნაღმებს და დარწმუნდა, რომ უკრაინელები საკითხს პასუხისმგებლობით მოქმედებენ“,- განაცხადა ოსტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press