აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ისეთ გეგმას არ დაუჭერს მხარს, რომელიც უკრაინისთვის ხელსაყრელი არ იქნება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა.
როგორც ლემმა აღნიშნა, ტრამპს ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა სურს და მას არ მოსწონს წაგება.
"ზუსტად რაც ვიცი დონალდ ტრამპის შესახებ, არის ის, რომ მას არ მოსწონს დამარცხებულები და არ სურს წაგება, მას სურს, მიიღოს სწორი გარიგება ამერიკელი ხალხისთვის და იცის, რა არის სწორი გარიგება ამერიკელი ხალხისთვის - ეს არის მშვიდობა ევროპაში. გრძელვადიანი მშვიდობა",- განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press