Foto

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ

სტუდენტების პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება.

სტუდენტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ. 

ჯაბა სამუშიას გადადგომას სტუდენტები 19 ნოემბრის შემდეგ ითხოვენ, რადგან საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა.

სტუდენტები აპირებენ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში ღამე კარვებში გაათენონ.

"ამ წამიდან სტუდენტები ვიქნებით აქ!!! ველოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს!",- წერს მოქალაქე ჯგუფ "დაიტოვეში" და ფოტოს აქვეყნებს.