Foto

ოპოზიციის მერის საერთო კანდიდატი მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარე – ელენე ხოშტარია

ოპოზიციამ თბილისის მერის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი ელენე ხოშტარია წარადგინა.

ნიკა მელიას თქმით, ენმ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის არცერთ უბანში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი - მათ მოქმედი მერი კახა კალაძე 20 ივლისს, ოფიციალურად წარადგინეს.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.