Foto

ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანი ემსხვერპლა - მედია

ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ლიბანის ბაალბეკ-ჰერმელის პროვინციის გუბერნატორი ბაჩირ ხოდრი აცხადებს, ისრაელის მიერ თავდასხმა ბაალბეკის რეგიონზე განხორციელდა, რომლის დროსაც, სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

მისივე განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე ლიბანში 3 583 ადამიანია დაღუპული.