გერმანია პარლამენტის თანხმობას მოითხოვს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
ფიშერის განცხადებით, „არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს, საქართველოსთვის ეს მოხდეს“.
„პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი - ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს, საქართველოსთვის ეს მოხდეს”,- წერს გერმანიის ელჩი X-ზე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press