პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო იზოლაციას ვერ გაუძლებს.
"ჩვენ ეს ვარიანტი რომ გავუძლოთ იზოლაციას თუნდაც ვიღაცები დახმარებით, არ გამოდის... ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსვლის არის ახალი არჩევნები, რომელიც სტაბილურად გიბრუნებს საშუალებას, რომ შეურიგდე შენ მოსახლეობას, შენს პარტნიორებს და დაუბრუნდე ნორმალურ წყობას. თუ არადა უნდა ჩაბარდე. არამხოლოდ ვიღაცების მეშვეობით მიიღო ინსტრუქციები მოსკოვიდან, არამედ პირდაპირ ჩაბარდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქიდან იქნება რაღაც მადლიერება და ამას შეეგუება საქართველოს მოსახლეობა?!",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press