ქალთა მარშის მონაწილეები თბილისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.
როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მსვლელობის მონაწილეები მმართველი პარტიის დამფუძნებლის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ტოვებენ ჩემოდნებს, წარწერებით: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „არა იძულებით ემიგრაციას“.
ისინი სკანდირებენ: „წადი, წადი“.
მანამდე, მარშის მონაწილეებმა საზოგადოებას მანიფესტიც გააცნეს.
მსვლელობა, რომლის ორგანიზატორებიც ქალთა მოძრაობა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი არიან, თავისუფლების მოედანზე, 15:00 საათზე დაიწყო.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press