Foto

კელი დეგნანი - ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა არის მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარი

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეს 500 000 დოზა მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარია ჯო ბაიდენისგან და აშშ-ის მთავრობისგან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან "ფაიზერის" 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

„მოხარული ვარ, რომ შევძელით ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. აშშ პანდემიის დაწყებისთანავე მხარს უჭერდა ქართველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ძალისხმევას. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია მოგამარაგოთ იმ ერთადერთი რამით, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას და ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეს 500 000 დოზა დაემატება იმ დაახლოებით 9 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც აშშ-მა გაიღო საქართველოს დასახმარებლად პანდემიის განმავლობაში, მათ შორის ახლახანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა დაბალი ტემპერატურის 3 მაცივარი, 26 000 PCR ტესტი და ჟანგბადის წარმომქმნელი მოწყობილობები, რათა ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 300 კოვიდსაწოლი აღჭურვილი იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ჟანგბადით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.