საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი დაასახელა.
როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის ნაცვლად, უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
ასევე, პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას, კობახიძის თქმით, აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press