საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა.
პლენარული სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო.
სხდომას საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.
სესიას „ქართული ოცნების“ 89-ვე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება.
პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება.
აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ.
პირველ სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press