XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
აღსანიშნავია, რომ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას არ ესწრება ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი.
სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ.
პირველ სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press