მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში დიქტატურა დამყარდა.
„საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს; საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს; საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა; საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობამ ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება. დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დააჭერენ თითს, რა განცხადებებს გააკეთებენ. ერთი რამ ვიცი, ქართველი ხალხი არ შეეგუება დიქტატურას. საქართველოში დიქტატურა ვერ და არ დამკვიდრდება. მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ არ ვართ ბელარუსები, ვენესუელელები. შეგვიძლია, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ჩემი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე... ჩემი მთელი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. იმიტომ წარმოიშვა ეს ახალი თაობა არაკორუფციაში გაზრდილი და მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება - მოდი, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში და იმიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს; იმიტომ ჩამკეტა უცხოეთში თავის დროზე და არ მიშვებდა აქ; იმიტომ აღძრა ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომ ხალხში არ გავსულიყავი, ხალხს არ ვენახე და ჩემ ნაცვლად მოეყოლათ ათასგვარი სისულელე ჩემზე და ჩემს მმართველობაზე. ჩემი ფილოსოფია არის და ყოველთვის იყო საქართველოს თავისუფლება. ჩემი ფილოსოფია იყო ძლიერი მოქალაქე და ამას ვამბობდი ყოველთვის. ძლიერი მოქალაქე, ძლიერი ქალაქები, ამიტომ ვაშენებდით, ამიტომ გავხადეთ ბათუმი იმად, რადაც გადავაქციეთ. ამიტომ, ამიტომ ვქმნიდით ქუთაისისგან საოცრებას, რომ დაგვცლოდა. ამიტომ ვაკეთებდით ძალიან მაგარ რაღაცას ლაზიკაში, რომ ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქი, თუ ყველაზე მაგარი არა ბათუმთან ერთად. ყველაფერი ეს იყო და ყველაფერი ეს ისევ დაბრუნდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბრძოლა; ამისათვის საჭიროა თავდადება. მე ჩემი წილი თავდადება და ჩემი წილი ბრძოლა უკვე გაჩვენეთ. ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ვერავინ ჩაკლას ქართველი ერის გენეტიკური კოდი და არ გამოცვალოს იგი. მეგობრებო, ბევრ ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა არის ბრძოლის დრო“,- განაცხადა სააკაშვილმა.
„საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს; საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს; საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა; საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობამ ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება.
დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დააჭერენ თითს, რა განცხადებებს გააკეთებენ. ერთი რამ ვიცი, ქართველი ხალხი არ შეეგუება დიქტატურას. საქართველოში დიქტატურა ვერ და არ დამკვიდრდება. მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ არ ვართ ბელარუსები, ვენესუელელები. შეგვიძლია, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ჩემი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე...
ჩემი მთელი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. იმიტომ წარმოიშვა ეს ახალი თაობა არაკორუფციაში გაზრდილი და მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება - მოდი, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში და იმიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს; იმიტომ ჩამკეტა უცხოეთში თავის დროზე და არ მიშვებდა აქ; იმიტომ აღძრა ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომ ხალხში არ გავსულიყავი, ხალხს არ ვენახე და ჩემ ნაცვლად მოეყოლათ ათასგვარი სისულელე ჩემზე და ჩემს მმართველობაზე.
ჩემი ფილოსოფია არის და ყოველთვის იყო საქართველოს თავისუფლება. ჩემი ფილოსოფია იყო ძლიერი მოქალაქე და ამას ვამბობდი ყოველთვის. ძლიერი მოქალაქე, ძლიერი ქალაქები, ამიტომ ვაშენებდით, ამიტომ გავხადეთ ბათუმი იმად, რადაც გადავაქციეთ. ამიტომ, ამიტომ ვქმნიდით ქუთაისისგან საოცრებას, რომ დაგვცლოდა. ამიტომ ვაკეთებდით ძალიან მაგარ რაღაცას ლაზიკაში, რომ ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქი, თუ ყველაზე მაგარი არა ბათუმთან ერთად. ყველაფერი ეს იყო და ყველაფერი ეს ისევ დაბრუნდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბრძოლა; ამისათვის საჭიროა თავდადება. მე ჩემი წილი თავდადება და ჩემი წილი ბრძოლა უკვე გაჩვენეთ. ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ვერავინ ჩაკლას ქართველი ერის გენეტიკური კოდი და არ გამოცვალოს იგი. მეგობრებო, ბევრ ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა არის ბრძოლის დრო“,- განაცხადა სააკაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press