“ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტიუციასთან და კანონთან კონტაქტი გაწყვიტა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “დღეს არაფერი არ მთავრდება, დღეს საქართველო აბსოლუტურად სხვა საკანონმდებლო ჩარჩოში იღვიძებს, რომელშიც შეიძლება ითქვას, “ქართულ ოცნებას“ კანონთან არაფერი საერთო არ აქვს“.
“ამ შენობის შიგნით ახლა არის თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ადამიანები. “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტიუციასთან და კანონთან კონტაქტი გაწყვიტა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის შიგინით [პარლამენტი]. ისინი არიან მარტო დარჩენილები. ლეგიტიმაცია არის აქ, ამ ხალხში. დღეს კანონი არის ხალხში. დღეიდან ამ დაჯგუფგებას ჩვენ უნდა ვუწოდოთ არა ხელისუფლება, არამედ ეს არის თვითმარქვია ადამიანების დაჯგუფება. მათ კანონის გარეთ დაიყენეს თავი. ჯერ პროცესები არ დამთავრებულა, მაგრამ ვიტყვი. ხალხო, დღეიდან იწყება ბრძოლის ახალი ფაზა. დღეს არაფერი არ მთავრდება პირიქით, დღეს აბსოლუტურად სხვა საკანონმდებლო ჩარჩოში იღვიძებს საქართველო, რომელშიც შეგვიძლია ვთქვათ, არაფერი საერთო კანონთან “ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პრინციპულები, მკაცრები და პროტესტი გაგრძელდება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ ყოველგავრი კონტაქტი ამ თვითმარქვია ადამინებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, განცხადებით მივმართავთ პაპუაშვილს, რომ ამ ადამიანებთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.
“ამ შენობის შიგნით ახლა არის თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ადამიანები. “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტიუციასთან და კანონთან კონტაქტი გაწყვიტა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის შიგინით [პარლამენტი]. ისინი არიან მარტო დარჩენილები. ლეგიტიმაცია არის აქ, ამ ხალხში.
დღეს კანონი არის ხალხში. დღეიდან ამ დაჯგუფგებას ჩვენ უნდა ვუწოდოთ არა ხელისუფლება, არამედ ეს არის თვითმარქვია ადამიანების დაჯგუფება. მათ კანონის გარეთ დაიყენეს თავი.
ჯერ პროცესები არ დამთავრებულა, მაგრამ ვიტყვი. ხალხო, დღეიდან იწყება ბრძოლის ახალი ფაზა. დღეს არაფერი არ მთავრდება პირიქით, დღეს აბსოლუტურად სხვა საკანონმდებლო ჩარჩოში იღვიძებს საქართველო, რომელშიც შეგვიძლია ვთქვათ, არაფერი საერთო კანონთან “ქართულ ოცნებას“ არ აქვს.
ჩვენ ვიქნებით პრინციპულები, მკაცრები და პროტესტი გაგრძელდება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ ყოველგავრი კონტაქტი ამ თვითმარქვია ადამინებთან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, განცხადებით მივმართავთ პაპუაშვილს, რომ ამ ადამიანებთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press