ეს არის თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელსაც არცერთი ლეგიტიმაციის მდგენელი არ აქვს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, “თუ ივანიშვილმა არ მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოგვიყვანს, საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციას ძალიან მალე, ეკონომიკური იზოლაციაც მოჰყვება“.
“ეს არის თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელსაც არა აქვს არცერთი ლეგიტიმაციის მდგენელი. ეს არის პირველი სხოდმა, რომელსაც არ ესწრება არცერთი საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი, პრეზიდენტი, სხვადასხვა პარტიიის წარმოამდგენლები. ეს არის პარლამენტი, რომელსაც არ აქვს საერთო, სახალხო ლეგიტიმაცია და არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ეს ასე დარჩება და ყველაზე სამწუხო არის ის, რომ ამ საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციას ძალიან მალე, ასევე მოჰყვება ეკონომიკური იზოლაციაც. თუ ივანიშვილმა არ მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოგვიყვანს. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელსაც ჩაატარებს არა თავლაფდასხმული კალანდარიშვილი, სადაც რეალურად არჩევნებს ატარებდა სუსი. ამიტომ, ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებას, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო რუსული სპოცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რამდენიმე საათში გავემგზავრები სტრასბურგში. იცით, რომ იქ რეზოლუცია იქნება მიღებული საქართველოზე, რომელიც ასახავს ამ არაღიარების პოლიტიკას, რომელზეც ვსაუბრობთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press