ბრაზილიაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბრაზილიის ალაგოასის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალაგოასის შტატის გუბერნატორის, პაოლო დანტასის ცნობით, შემთხვევის შემდეგ 29 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც კლდიდან გადავარდა, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გადაადგილდებოდა.
„ფედერალური მთავრობა სიტუაციას აკვირდება და შტატის ხელისუფლების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა“,- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press