ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიტანელ, ფრანგ, იტალიელ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, ევროპის მიზანი უკრაინისთვის „ძლიერი პოზიციიდან მოქმედების შესაძლებლობის მიცემა უნდა იყოს“.
“ჩვენი მიზანი უკრაინისთვის ძლიერი პოზიციიდან მოქმედების შესაძლებლობის მიცემა უნდა იყოს. ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს“,- განაცხადა პისტორიუსმა.
პისტორიუსის განცხადებას მისი პოლონელი კოლეგა ვლადისლავ კოსინაკ-კამიშიც დაეთანხმა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობას ხაზი გაუსვა.
“ევროპამ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახადოს თავისი ძალისხმევა. დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ, ნათლად ვთქვათ, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რადგანაც საქმე საკუთარ უსაფრთხოებას ეხება“,- აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი...
ბრაზილიაში ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედე...
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის პრე...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
Mana press