ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეული “რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდებოდა პრეზიდენტი, ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პირობა დადო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებოდა.
“პრეზიდენტმა დაპირება დადო, რომ დაესწრებოდა არჩევნებში გამარჯვებულის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა ეს. ის და პირველი ლედი შეასრულებენ ამ პირობას და დაესწრებიან ინაუგურაციას. ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების და ხალხის ნების პატივისცემის მნიშვნელოვანი დემონსტრირება, რადგან ჩვენ განვაგრძობთ მოწესრიგებული და ეფექტური გარდამავალი პროცესის უზრუნველყოფას“,- აღნიშნა თეთრი სახლის პრესსამსახურის მოადგილემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press